| კომპანიის სრული პროდუქცია ამ დროისთვის(2015.07.12.), განთავსებული დადიანების სასახლის მაკეტზე. |
| დავით IV აღმაშენებელი (1089-1125წწ.), საქართველოს მეფე („მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შერვანშა და შაჰანშა“).
გურანდუხტი, დავით აღმაშენებლის მეუღლე, ყივჩაყთა მთავრის ათრაქა შარაღანისძის ასული, საქართველოს დედოფალი.
გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, ვაზირთა უპირველესი; ევალებოდა „სამეფოსა და სახლის განგება“. მეფის უახლოესი მრჩეველი.
ამირსპასალარი, გაერთიანებული საქართველოს ვაზირი; მთავარსარდალი.
იოანე, კათოლიკოს-პატრიარქი XII ს-ის პირველ მეოთხედში. |
| კარლ I (1600 წ. 19 ნოემბერი - 1649 წ. 30 იანვარი, ლონდონი) - ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე 1625 წლის 27 მარტიდან. სტიუარტების დინასტიიდან. მისმა აბსოლიუტიზმის პოლიტიკამ და საეკლესიო რეფორმებმა გამოიწვიეს აჯანყება შოტლანდიასა, ირლანდიაში და ინგლისის რევოლიუცია. სამოქალაქო ომების მსვლელობისას კარლ I დამარცხება განიცადა, იგი სასამართლოს გადასცეს და 1649წ. 30 იანვარს ლონდონში სიკვდილით დასაჯეს.
ლიუდოვიკ XVI (1754 წ. 23 აგვისტო, ვერსალი - 1793 წ. 21 იანვარი, პარიზი) - საფრანგეთის მეფე ბურბონების დინასტიიდან, დოფინ ლიუდოვიკ ფერდინანდის შვილი, ტახტზე ავიდა ბაბუის, ლიუდოვიკ XV შემდეგ 1774 წ. მისი მეფობისას გენერალური შტატების მოწვევის შემდეგ (1789 წ.) . დაიწყო დიდი ფრანგული რევოლიუცია. ლუიმ თავიდან მიიღო 1791 წლის კონსტიტუცია, უარი თქვა აბსოლიუტიზმზე და კონსტიტუციური მონარქი გახდა, თუმცა მალევე გაუბედავად შეეწინააღმდეგა რევოლიუციონერების რადიკალურ ზომებს და ქვეყნიდან გაქცევაც კი სცადა. 1792 წლის 21 სექტემბერს დამხობილ იქნა, გადაცემულ იქნა კონვენტის სასამართლოს და მალე გილიოტინაზე სიკვდილით იქნა დასჯილი.
დამხობის შემდეგ რესპუბლიკურმა ხელისუფლებამ ლიუდოვიკ XVI ჩამოართვეს ტიტული და მისცეს მას გვარი კაპეტი მისი წინაპრის ჰუგო კაპეტის, კაპეტინგების დინასტიის დამაარსებლის სახელის მიხედვით, რომლის შტოსაც წარმოადგენს ბურბონთა დინასტია.
ნიკოლოზ II ალექსანდრეს ძე (18 მაისი 1868., ცარსკოე სელო - 17 ივლისი 1918 წ. ეკატერინბურგი) - სრულიად რუსეთის იმპერატორი. პოლონეთის მეფე და ფინეთის დიდი თავადი, რუსეთის იმპერიის იმპერატორი (20 ოქტომბერი (1 ნოემბერი) 1894 წ. - 2 მარტი 1917 წ.). რომანოვების საიმპერატორო გვარიდან. პოლკოვნიკი (1892 წ.); გარდა ამისა, ბრიტანელი მონარქებისაგან ჰქონდა ფლოტის ადმირალისა (1908 წლის 28 მაისი) და ბრიტანეთის არმიის ფელდ-მარშალის (1915 წლის 18 დეკემბერი) წოდებები.
ნიკოლოზ II გადადგა ტახტიდან 1917 წლის თებერვლის რევოლიუციის მსვლელობისას და იმყოფებოდა ოჯახთან ერთად შინაპატიმრობაში ცარსკოე სელოს სასახლეში. 1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის გადაწყვეტილებით ოჯახთან ერთად გადაყვანილ იქნა ტობოლსკში. 1918 წლის გაზაფხულზე კი ბოლშევიკების მიერ გადაადგილებულ იქნა ეკატერინბურგში, სადაც 1918 წლის ივლისში ოჯახთან და დაახლოებულ პირებთან ერთად დახვრეტილ იქნა. |
| კარეტა, 6 ცხენით, ფორეიტორითა და მეეტლით და ლუი ორლეანელის ქანდაკება. |
| ფარნავაზ I (ძვ.წ. 302-237, არსებობს სხვა ვერსიებიც) - იბერიის პირველი მეფე, საქართველოს პირველი გამაერთიანებელი კოლხეთის მთავართან, ქუჯთან კავშირის შედეგად; "ქართლის ცხოვრების" თანახმად, შექმნა ქართული დამწერლობა, გაატარა ადმინისტრაციული რეფორმები, ააგო არმაზის ციხე, შემოარტყა მცხეთას გალავანი, დააარსა ფარნავაზიანთა დინასტია; ცოლად ჰყავდა დურძუკის ქალი, რომლისგანაც ეყოლა ძე, ტახტის მემკვიდრე საურმაგ I. მირიან III - ქართლის მეფე IV საუკუნეში, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის(287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელთა წინააღმდეგ; აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად; ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიან მეფის მეფობის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო; 337 წელს ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. ვახტანგ I გორგასალი (დ. დაახლოებით V საუკუნის 40-იანი წლები - გ.502 წ.) - ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე, სარდალი. "გორგასალი" (სპარს. მგლისთავა) მუზარადზე გამოსახული მგლის გამო შეარქვეს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად, ხსენების დღე - 13 დეკემბერი. გამეფდა 15 წლის, იმეფა 45 წელი, თბილისის დამაარსებელი, დიპლომატი და მეომარი; მეუღლე - დედოფალი ელენე, ლეონ პირველის ასული, მემკვიდრე-მეფისწული დაჩი. ვახტანგ გორგასალი აღესრულა 60 წლისა ქართლში, სპარსებთან ბრძოლის დროს მოღალატის ისრისგან მიღებული ჭრილობის გამო. გიორგი V ბრწყინვალე (1286-1346) საქართველოს მეფე 1314-1346 წლებში, დემეტრე თავდადებულის ძე. აღადგინა საქართველოს მთლიანობა, ბოლო მოუღო მონღოლთა ბატონობას, შექმნა საკანონმდებლო ძეგლები, აღადგინა ქართული მონასტრები იერუსალიმსა და სინას მთაზე, ქართველებისთვის იერუსალიმში შესვლის უფლება მოიპოვა; იტალიელთა შავიზღვისპირა ფაქტორიებთან მისი ურთიერთობების გააქტიურების შედეგად რომის პაპმა სამისსიონერო ცენტრი სმირნიდან თბილისში გადმოიტანა. საქართველოს სამეფოს გაძლიერებისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს "ბრწყინვალე"უწოდა. ერეკლე II (დ. 7 ნოემბერი, 1720,თელავი - გ. 11 იანვარი, 1788, იქვე) - 1744-1762 წლებში კახეთის,1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე, თეიმურაზ II-ის ძე. მტრები "აშვებულ ლომს" ეძახდნენ; აწარმოა უამრავი წარმატებული ბრძოლა ირანელების, ოსმალოებისა და ჩრდილო კავკასიელი ტომების წინააძღმდეგ; რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა თურქები (ასპინძა, ხერთვისის ციხე), რუსეთის ჯართან ერთად გაანთავისუფლა მათგან ერევანი, განჯა, ყარაბაღი და ნახიჩევანი; ეკატერინე II-სთან მოლაპარაკებების შედეგად 1783 წლის 24 ივლისს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო "სამეგობრო შეთანხმება", უფრო ცნობილი,როგორც "გეორგიევსკის ტრაქტატი". კრწანისის ბრძოლაში განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ, უამრავი ჭრილობის შედეგად დასნეულებული მეფე თელავის სამეფო სასახლის იმავე ოთახში გარდაიცვალა, რომელშიც 78 წლის წინ მოევლინა ქვეყანას სავარაუდოდ, გულის უკმარისობის გამო; ხალხმა მას საალერსო სახელი"პატარა კახი"უწოდა. მეფე ერეკლემ სამჯერ იქორწინა და სავარაუდოდ მას 24 შვილი ჰყავდა. |
| ქართველი მეფეები. ბრინჯაო |
| თამარი, თამარ მეფე (დ.დაახ. 1160-გ.1214, შესაძლოა 1210 ან 1207) საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. ატარებდა ტიტულს: "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: "დიდება ამა სამყაროსი და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი". სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეი ბოგოლჲუბსკის ძე იურისთან წარუმატებელი ქორწინების გაუქმების შემდეგ თამარი მეორედ დაქორწინდა ბაგრატიონთა ოსური შტოს წარმომადგენელ დავით სოსლანზე, რომლისგანაც შეეძინა ქალ-ვაჟი - გიორგი IV ლაშა, საქართველოს მეფე 1213-1223 წწ. და რუსუდანი, საქართველოს მეფე 1223-1245 წწ. თამარის მეფობის ეპოქიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია შამქორის (1195 წ.)და ბასიანის (1203 წ.) ბრძოლები; მის დროს ქვეყანაში ეკონომიკისა და კულტურის განვითარებამ არნახულ სიმაღლეებს მიაღწია. თამარი გარდაიცვალა 1213 წელს "აგარათა ციხეში", თბილისის მახლობლად მძიმე სენის გამო; დაკრძალეს გელათში, მაგრამ მის სამარხთან დაკავშირებით მრავალი იდუმალებით მოცული ლეგენდა არსებობს. თამარ მეფე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული; ხსენების დღეები 14 მაისი და 31 იანვარი. |
| თამარ მეფე. ბრინჯაო |
| 7 ქართველი მეფე |
| დათა თუთაშხია - ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის გმირი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ყაჩაღი |
| სერიიდან "გოჩა და ხვიჩა", უიარაღოს ( კონდრატე დავითის ძე თათარიშვილი) რომანი "მამლუქი" პერსონაჟები. |
| "ბრინჯაო - თითბერი". 2016 წლის 10 მაისისათვის "იოტა როიალის' მიერ შექმნილი 18 ფიგურა. თიხა. ავაზა და ჯიქი. |
| ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი; დ. 14 ივლისი, 1861, ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი - გ. 27 ივლისი, 1915, თბილისი) - ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი. |
| იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი (ნამდვილი გვარი - ჯუღაშვილი) 6 [18] დეკემბერი 1878 (ოფიციალური ვერსიით 9 [21] დეკემბერი 1879), გორი, საქართველო - 1953 წლის 5 მარტი, ვოლინსკოე, კუნცევის რაიონი, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ; ქართველი რევოლუციონერი, საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო, სამხედრო და პარტიული მოღვაწე, საბჭოთა კავშირის გენერალისსიმუსი (1945). 1920 წლების დასასრულიდან - 1930 წლების დასაწყისიდან გარდაცვალებამდე სტალინი საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერი იყო. წარმოებულია "იოტა როიალში", საქართველო. 40 მმ. სტანდარტი. ბრინჯაო. |
| შოთა რუსთაველი (*დაახ. 1160/65 - ? ) - XII საუკუნის ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“. ქართული და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი. ბრინჯაო. 40 მმ. სტანდარტი. დამზადებულია იოტა როიალში, საქართველო. სანთლის მოდელი - დავით შულგინი. ჩამოსხმა და დამუშავება - აშოტ ნაზარიანი. |
| პირველი ერთობლივი რუსულ-ქართული პროექტი 40 მმ. ჯარისკაცების წარმოებაში. "ხუთთითას ჩამოსხმა ("Литейка Пятипалого")" & "იოტა როიალი". სერსეა ლანნისტერი სერიიდან "მოთამაშეები", ბრინჯაო. სერია იქმნება ფენტეზიური საკულტო სერიალის "სამეფო კარის თამაშები" სიუჟეტის მიხედვით. |
| ბაგრატ III (960 - 7 მაისი 1014) - გაერთიანებული საქართველოს მეფე (978 - 7 მაისი 1014). ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი. 2016 წლის 22 დეკემბერს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. |
| თავადი პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (29 ივნისი (10 ივლისი) 1765, თბილისი - 12 (24) სექტემბერი 1812, დაბა სიმა, ვლადიმირის გუბერნია) - რუსეთის ინფანტერიის გენერალი, ეგერთა ლეიბ-გვარდიის პოლკის მეთაური, დასავლეთის მეორე არმიის მთავარსარდალი 1812 წლის სამამულო ომის დასაწყისში. ალექსანდრე სუვოროვის მოსწავლე. |
| ამიერკავკასიაში პირველი სამხედრო-ისტორიული მინიატურის კომპანია "იოტა როიალის" მიერ 2 წლის განმავლობაში შექმნილი 25 ფიგურა. |
| ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია - 1930, 27 ივლისი, პასი, საფრანგეთი) -ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. საქართველოს ეროვნული გმირი. |
| ფარსმან II ქველი - ამაზასპ I-ის ძე. იბერიის უძლიერესი მეფე, რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ქველი ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. |
| აიეტი - ძველი კოლხეთის მითიური მეფე (ზოგი ვერსიით რეალური ისტორიული პიროვნება). |
| "ქართველი მეფეები" საქართველო უძველესი ისტორიისა და უმდიდრესი კულტურის მქონე ქვეყანაა; ქართული მონარქიის ისტორია ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს და მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში წყდება... მრავალრიცხოვანი მტრებით გარემოცულ საქართველოს სამეფოს მსოფლიო ისტორიაში ღირსეული ადგილი უკავია, როგორც აღმოსავლეთში ქრისტიანობის უმთავრეს ფორპოსტს. ამ სერიაში საქართველოს თერთმეტი ყველაზე მნიშვნელოვანი მეფე და დედოფალია (ფარნავაზიანები და ბაგრატიონები) წარმოდგენილი: 1. მეფე აიეტი (კოლხეთი); 2. ფარნავაზ I (იბერია); 3. ფარსმან II ქველი (იბერია); 4. მირიან III (ქართლი); 5. ვახტანგ I გორგასალი (ქართლი); 6. ბაგრატ III; 7. დავით IV აღმაშენებელი; 8. დედოფალი გურანდუხტი (დავითის მეუღლე); 9. თამარი (თამარ მეფე); 10. გიორგი V ბრწყინვალე; 11. ერეკლე II. |
| "ქართველები" ქართული კულტურის მოღვაწეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული თვითმყოფადობითა და მაღალი სულიერებით, ხოლო ქართველი მეომრები და მხედართმთავრები - ერთნი სიმამაცით, მეორენი კი შორსმჭვრეტელობით. სწორედ ქართველ მწერლებსა და პოეტებს, პოლიტიკურ და რელიგიურ მოღვაწეებს, სამხედროებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს ეძღვნება ეს სერია, რომელშიც წარმოდგენილნი არიან: 1. ამირსპასალარი (საქართველოს შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალი); 2. გიორგი ჭყონდიდელი; 3. კათოლიკოსი იოანე; 4. შოთა რუსთაველი; 5. პეტრე ბაგრატიონი; 6. ხვიჩა; 7. გოჩა; 8. ვაჟა ფშაველა; 9. დათა თუთაშხია; 10. ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი; 11. იოსებ სტალინი. |
| იოტა როიალი - 23. 01. 2018. |
| სერია "ქართველები". კოლოფი - ხე (თელა, ბზა), შიდა გაწყობა - ღვინისფერი ხავერდი, ლითონის საკეტი და ანჯამები, სერიის აღწერა საფირმო ქაღალდზე. |
| სერია "ქართველი მეფეები". კოლოფი - ხე (თელა, ბზა), შიდა გაწყობა - ღვინისფერი ხავერდი, ლითონის საკეტი და ანჯამები, სერიის აღწერა საფირმო ქაღალდზე. |
| კოლოფი სამი ფიგურისათვის. ხე - ფიჭვი, ბზა; შიდა გაწყობა - წითელი ხავერდი; ფიგურების აღწერა სამ ენაზე საფირმო ქაღალდზე. ყურადღება! კომპანია ამზადებს ექსკლუზიურ კოლოფებს ჩვენი ფიგურების ნებისმიერი რაოდენობისთვის. ფასი შეთანხმებით. |
| კოლოფების ნაირსახეობა "იოტა როიალის" ფიგურებისთვის. |
| "ოსტატი და მარგარიტა" ნაკრები იქმნება მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე. ნაკრების პირველ ნაწილში შევიდა 5 ფიგურა: 1. ვოლანდი 2. აზაზელლო 3. ფაგოტი 4. კატა ბეჰემოტი 5. გელლა |
| "ქართველები ბიზანტიაში" X საუკუნის მეორე ნახევარი. ბიზანტია. 16 წლის ასაკში ტახტზე ადის მაკედონური დინასტიის წარმომადგენლის, იმპერატორ რომან II და დედოფალ თეოფანიას შვილი ბასილ II. მალე ახალგაზრდა იმპერატორის წინააღმდეგ ბარდა სკლიაროსის თაოსნობით აჯანყება ეწყობა. დედოფალი თეოფანია, იმპერიის ფაქტობრივი მმართველი, შველას დავით III ბაგრატიონს, ტაოს მმართველს სთხოვს. დავითთან გზავნიან ბერ თორნიკეს,, წარსულში მის მხედართმთავარსა და ერისთავს. დავით III იმპერატორის დასახმარებლად გზავნის 12.000 რჩეული ქართველისგან შემდგარ ჯარს სპასალარ ჯოჯიკისა და ბერ თორნიკეს მეთაურობით. იმდენად რამდენადაც გზებს აჯანყებულები აკონტროლებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართველთა ნაწილი ბიზანტიაში შავი ზღვით გადავიდა. 979 წელს მდინარე ჰალისის (თანამედროვე ყიზილ- ირმაკი, თურქეთი) გაერთიანებული ჯარები ამარცხებენ ბარდა სკლიაროსს, რის შედეგადაც იმპერატორი ბასილ II ინარჩუნებს ტახტს და მადლობის ნიშნად დავით III კურაპალატის საპატიო წოდებას და მნიშვნელოვან მიწებს უწყალობებს. მოგვიანებით ბერ თორნიკეს პატრიარქის პირველ თანაშემწედ ნიშნავენ და 1.200 ფუნტ ოქროს უბოძებენ - ამ თანხაზე ათონზე შენდება ქართველთა მონასტერი. ნაკრებში შევიდა სამი ცხენოსანი ფიგურა: 1. დავით III დიდი კურაპალატი 2. თორნიკე ერისთავი 3. სპასალარი ჯოჯიკი |
| "წიგნების გმირები". ნაწილი პირველი. კაცობრიობის დოკუმენტური მეხსიერება მაშინ ჩაისახა, როდესაც ჩვენმა შორეულმა წინაპარმა ნახშირით გამოქვაბულის კედელზე მამონტი დახატა. ამას მოყვა იეროგლიფები, ნიშნები, ასოები, შემდეგ გაჩნდა მელანი და პერგამენტი, ავტოკალამი და ქაღალდი, კლავიატურა და მონიტორი. როგორც არ უნდა განვითარდეს ჩვენი ცივილიზაცია, რა უცნაური ფორმაც არ უნდა მიიღოს დამწერლობამ, წიგნი იყო, არის და იქნება ადამიანის აზრის პირველი მცველი და გამტარი. ნაკრების "წიგნების გმირები" პირველ ნაწილში ორი რეალურად მცხოვრები და ერთი გამოგონილი ლიტერატურული პერსონაჟი შევიდა. ისინი მათ შესახებ ჩამოყალიბებული აზრის მიხედვით იქნენ შერჩეულნი. ფანტაზიორობა, მისტიფიკაცია, კეთილი, მიამიტი გამოგონენები - აი, რა აერთიანებთ კარლ ფრიდრიხ იერონიმუს ბარონ ფონ მიუნჰგაუზენს, ჯუზეპპე ჯოვანნი ბატისტა ვინჩენცო პიეტრო ანტონიო მატტეო ფრანკო ბალზამოს, გრაფ კალიოსტროსა და ლემუელ გულლივერს, ქირურგს, შემდეგ კი რამდენიმე გემის კაპიტანს, რომელთა ფიგურებმაც შეადგინეს ნაკრების პირველი ნაწილი. |
| ჩვენი მეორმოცე, საიუბილეო ფიგურა წინასწარმეტყველი დავით მეფსალმუნე, ისრაელის მეფე. ფიგურა კომპანია ჲოტა როიალის დაარსების ხუთი წლისთავს ეძღვნება. |
| ნაკრები "საქართველოს რესპუბლიკა: 1918-1921" 1. ქაიხოსრო (ქაქუცა) იოსების ძე ჩოლოყაშვილი (1888. 14. 07. - 1930. 27. 07.) - ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922-1924 ხელმძღვანელობდა მოძრაობას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. ქვეყნის ეროვნული გმირი. 2. გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი (1870. 06. 04. - 1937. 08. 09.) - საქართველოს ეროვნული გმირი, ქართველი გენერალი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო სარდალი. წმინდა გიორგის ორდენის კავალერი. რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალი. 3. გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე, ნამდვილი გვარი ჩიქოვანი (1874. 21. 08. - 1970. 07. 08.) - ქართველი გენერალ-მაიორი, ქართული არმიის მთავარსარდალი საბჭოეთ-საქართველოს ომის დროს, თბილისის სამხედრო სასწავლებლის ხელმძღვანელი. 4. მარიამ (მარო) კონსტანტინეს ასული მაყაშვილი (1902. 25. 08. - 1921. 19. 02.) - ქვეყნის პირველი გმირი-ქალი. წავიდა მოხალისე მოწყალების დად ფრონტზე. დაიღუპა თბილისის მისადგომებთან საბჭოთა არმიასთან ბრძოლებში. |
| ნაკრები "ოსტატი და მარგარიტა" ნაკრები იქმნება მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების რომანის მოტივებზე. ნაკრების მეორე ნაწილში შევიდა 5 ფიგურა: 1. იეშუა ჰა-ნოცრი 2. პილატე პონტოელი 3. მათე ლევი 4. ივან ბეზდომნი 5. პროფესორი სტრავინსკი |
| "ოსტატი და მარგარიტა", სრული ნაკრები. |
| ნიკო ფიროსმანი ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი; დაიბადა 1862 წლის 5 აპრილს სოფელ მირზაანში - გარდაიცვალა 1918 წელს თბილისში) - ქართველი თვითნასწავლი პრიმიტივისტი მხატვარი, ამ მიმართულების ერთერთი უმსხვილესი ოსტატი. |
| ჩვენი საიუბილეო, ორმოცდამეათე ფიგურა! 2020-იანი წლების საქართველოსა და იტალიის სერია A-ს საუკეთესო და ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრებისა და იტალიური "ნაპოლის" უცვლელი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია. |
| ნაკრები "ოსტატი და მარგარიტა", ნაწილი III "ცეცხლი!" ნაკრების III ნაწილში შევიდა ორი ფიგურა - მარგარიტა და ოსტატი. |
| "ოსტატი და მარგარიტა" სრული ნაკრები. |
| "გააგონო ზეცას" ნაკრები შექმნილია თომას იანის მიერ 1997 წელს გადაღებული ამავე სახელწოდების გერმანული კინოფილმის მიხედვით. ნაკრებში შევიდა 3 ფიგურა: 1. ბოსსი. 2. მარტინ ბ. 3. რობბი ვ. |
| "პატარა უფლისწული" ფრანგი მწერლისა და პროფესიონალი მფრინავის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ამავე სახელწოდების ზღაპარ-იგავის მოტივების მიხედვით შექმნილი ფიგურა |
| ნაკრები "ქართული ზღაპრები" სამი ფიგურა: დევი ოჩოპინტრე ჭინკა |